შეხვედრა აბუ-დაბიში - უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება

10.11.26 12:12
შეხვედრა აბუ-დაბიში - უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრა აბუ-დაბიში - უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უმეროვის ცნობით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შედგება.

პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გაიმართება, რომელსაც შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ და მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის წინ სამოქმედო ნაბიჯებს შევათანხმებთ“, - წერს უმეროვი X-ზე.

 

მსგავსი სიახლეები