აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

10.11.26 10:29
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე სამმხრივი შეხვედრები გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები.

პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ასევე ევროკომისიისა და ნატოს ოფიციალური პირები.

როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, სამმხრივი ფორმატის პარალელურად, პოზიციების კოორდინაციის მიზნით, ევროპელ პარტნიორებთან ცალკე ორმხრივი შეხვედრებიც ჩატარდება.