რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდა

10.11.26 10:36
რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდა

რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა – ვირუსი მხოლოდ მაღალი რისკს ჯგუფებში აღარ ვრცელდება და ის მთელ მოსახლეობას მოიცავს. 

ინფორმაციას Euronews როსპოტრებნადზორის ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია. ამ რეგიონებში აივ ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს უდასტურდება. ყველაზე მძიმე ვითარება კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია.

ცნობისთვის, 2025 წელს რუსეთში აივ ინფექციის 45 000 ახალი დიაგნოზი აღირიცხა, რაც 2024 წელთან შედარებით 13.4%-ით ნაკლები იყო. თუმცა, ეს მაჩვენებელი ასახავს, თუ რამდენ ადამიანს დაუდგინდა ინფექცია წლის განმავლობაში და არა იმას, თუ რამდენი დაინფიცირდა იმავე პერიოდში.

ამავე დროს, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.

სამედიცინო გამოცემა Medvestnik-ის ცნობით, 2025 წელს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის რვა კერა აღირიცხა, რომლებშიც ჯამში 104 პაციენტი დაინფიცირდა. ეს მაჩვენებელი აივ ინფექციისა და ჰეპატიტების შემთხვევებს აერთიანებს.