აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ - მედია
უკრაონული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
“სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ არის ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი - შევძელით შეთანხმების მიღწევას უახლოეს დროს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე,” - განაცხადა წყარომ.
აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა.
მედიის ინფორმაციით, სამმხრივი მოლაპარაკებების პირველ დღეს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხვალ, 11 ნოემბერს განახლდება.
უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიების, რუსეთის მოთხოვნებისა და ომის შემდგომი მომავლის საკითხები განიხილეს.