ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე მის დაჭერაზე "ოცნებობს". “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მასაც დაიჭერენ.
ინაშვილი კობახიძეს მიმართავს, რომ მას არაფრის არ ეშინია და თუ საჭირო გახდა, ციხეში ღირსეულად იქნება.
"ქვეყნის მტრად გამოცხადებული ვარ კი არა ოცნებობს [ირაკლი კობახიძე], რომ დამიჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არაფრის არ მეშინია, ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე და არ მქონია მე დალხენილი და ბედნიერი ცხოვრება, ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე და თუ ეგ მაქ კიდევ სანახავი მაგასაც ვნახავ, არ არის პრობლემა და იქაც ღირსეულად ვიქნები იმ ციხეში" - აცხადებს ირმა ინაშვილი.