თეთრი სახლის მახლობლად 5 ადამიანი დაჭრეს

12.11.26 19:16
თეთრი სახლის მახლობლად 5 ადამიანი დაჭრეს

ვაშინგტონში თეთრი სახლის სიახლოვეს, ხუთი ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას ამის შესახებ apnews ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შემთხვევა  ვაშინგტონის ლოგან-სერკლ უბანში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, ხოლო ზუსტი ლოკაცია, თუ სად მოხდა სროლა, უცნობი რჩება.

ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლები იზოლაციის რეჟიმში გადავიდა.