რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა - ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან ირლანდიაში. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა და თქვა რომ ეს უკრაინელი ხალხის კიდევ ერთი გამარჯვებაა, რადგან ქვეყანა ტყვეობაში ჩავარდნილ ჯარისკაცებს იბრუნებს.
“რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, სახლში ბრუნდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
არის კიდევ ერთი ამბავი - ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ და მათ ხმის უფლებაც ექნებათ.
წესით მომდევნო შეხვედრა დელეგაციებს შორის რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს. ამერიკელი შუამავლები, მხარეებს შორის მიღწეულ პროგრესსს იმედის მომცემად მიიჩნევენ.