Microsoft-ი ამ დრომდე ცდილობს აღმოფხვრას გლობალური შეფერხება

13.11.26 10:07
Microsoft-ი ამ დრომდე ცდილობს აღმოფხვრას გლობალური შეფერხება

Microsoft-ი ცდილობს, აღმოფხვრას გლობალური შეფერხება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ათას მომხმარებელს შეეხო.

პრობლემები შეექმნა ისეთ  პლატფორმებსა და აპლიკაციებს, როგორიცაა Microsoft 365, Outlook, Microsoft Teams და Exchange Online. მილიონობით მომხმარებელს შეეზღუდა ელექტრონული ფოსტით სარგებლობის, კალენდრების გამოყენებისა და ონლაინ შეხვედრების ორგანიზების შესაძლებლობა.  

ტექნიკური ხარვეზი  70-ზე მეტ სახელმწიფოში დაფიქსირდა. მომხდარის მიზეზად თავდაპირებლად  კიბერთავდასხმა დასახელდა, მაგრამ ამ ვერსიას კომპანია გამორიცხავს.  

ბოლო ინფორმაციით, Microsoft-ი აცხადებს, რომ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და  სერვერების ფუნქციონირება ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

მსგავსი სიახლეები