რუსეთმა ხარკოვსა და მის გარეუბნებს შეუტია - დაბომბილია სახლები, არის მსხვერპლი

19.05.26 10:27
რუსეთმა ხარკოვსა და მის გარეუბნებს შეუტია - დაბომბილია სახლები, არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვსა და მის გარეუბნებს შეუტია - ხოლოდნოჰირსკის და ნოვობავარსკის რაიონებში დრონებით იერიშები განახორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნოვობავარსკის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სულ მცირე 25 კერძო სახლი და ერთი მრავალსართულიანი შენობა.

ასევე, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით , ხარკოვის ოლქის სოფელ პოკოტილოვკაში უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად 69 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიჭრა და რამდენიმე სახლი დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. უკრაინის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, 18 მაისს ღამით რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სამი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს კომპანიის ობიექტებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 19 მაისს შეტევა იყო ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

მსგავსი სიახლეები