კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი 17-ივე ადამიანი დაიღუპა
რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი 17-ივე ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, რის შემდეგაც ჩამოვარდა და აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.