მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადება
რუსეთი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
კითხვაზე, ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის კონსულტაციები მალე გაიმართება, გალუზინმა უპასუხა:
„იმედი მაქვს, რომ დიახ“.
რუს დიპლომატს შეხვედრის დღის წესრიგზე არ უსაუბრია. მისი განმარტებით, ამ საკითხზე კომენტარს მოლაპარაკებების გამართვამდე არ გააკეთებს.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე გაიმართება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა არც თბილისში და არც მოსკოვში, არამედ სხვა ადგილას შედგეს