ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიიღებენ მონაწილეობას, განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომიც იქნება.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლიდერები ბირთვული განიარაღების, ირანში მიმდინარე ომის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და უკრაინის საკითხებზე იმსჯელებენ.
„ვისაუბრებთ ბირთვულ განიარაღებაზე, ირანში მიმდინარე ომზე, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე და ჩემს საყვარელ თემაზე - უკრაინაზე“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება. სამიტი 18–19 ნოემბერს ტარდება.
სამმხრივი შეხვედრის გამართვა თეთრმა სახლმა და კრემლმა დაადასტურეს.