აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა რამდენიმე ირანულ ვალუტის გადამცვლელ ობიექტს და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადურ" კომპანიას, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ.
მათივე განცხადებით, სანქციების სამიზნე ასევე გახდა 19 გემი, რომლებსაც ირანი, სავარაუდოდ, სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა.