რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - არიან დაღუპულები
დრონებით თავდასხმა იყო რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირკვევა, რომ დრონებით თავდასხმის შემდეგ სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები სიზრანს დრონებით უტევენ. სამწუხაროდ, მტრის არაადამიანური ქმედებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, არიან დაშავებულები“, - თქვა გუბერნატორმა.