თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება - ტრამპი
თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის კარგი და სათანადო იქნება, არა ისეთი, როგორიც ობამას მიერ დადებული შეთანხმება იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
მისი თქმით, შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრულიად საპირისპიროა იმ შეთანხმების, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დროს გაფორმდა.
„თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს იქნება კარგი და სათანადო და არა ისეთი, როგორიც ობამამ დადო, რომელმაც ირანს უზარმაზარი რაოდენობის ნაღდი ფული და ბირთვული იარაღისკენ ღია და თავისუფალი გზა მისცა. ჩვენი შეთანხმება საპირისპიროა, თუმცა ის ჯერ არავის უნახავს და არც არავინ იცის, რას წარმოადგენს. მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე დასრულებულიც კი არ არის. ასე რომ, ნუ უსმენთ დამარცხებულებს, რომლებიც აკრიტიკებენ იმას, რაზეც წარმოდგენაც არ აქვთ. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა მოეგვარებინათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ!“- აცხადებს ტრამპი.