მარკო რუბიო ერევანშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანშია - ამერიკელ მაღალჩინოსანს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტში ის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება და მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა და რამდენიმე საათში ვაშინგტონში გაემგზავრება.