პესკოვი ზელენსკის წერილზე: ვლადიმერ პუტინს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია, წაეკითხა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ნახეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერ ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონია.
მისი თქმით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას “ნებისმიერ მომენტში” შეუძლია მოსკოვში ჩასვლა.
“კი, ვნახეთ. მან [ზელენსკიმ] ის იმ დროს გამოქვეყნა, როდესაც პრეზიდენტს ღონისძიება ჰქონდა. პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია ის წაეკითხა.
მე მქონდა შესაძლებლობა. ამას შევატყობინებთ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ნაწილი დასრულდება,” - განაცხადა პესკოვმა.
წყარო: იპნ
- ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და წერს, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის.შეხვედრას გთავაზობთ, - წერს ზელენსკი.
- ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, შესაბამისად, ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად.