პესკოვის თქმით, პუტინმა ზელენსკის წერილი წაიკითხა

05.06.26 16:11
პესკოვის თქმით, პუტინმა ზელენსკის წერილი წაიკითხა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი წაიკითხა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ღამით წერილობითი ვერსია გადავეცით, ის გაეცნო და ჩვენ ასევე მსოფლიო ლიდერების სხვადასხვა რეაქციების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა უარი თქვა გაემხილა, რა რეაქცია ჰქონდა პუტინს წერილის გაცნობისას.

  • ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს  და წერს, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის.შეხვედრას გთავაზობთ, - წერს ზელენსკი.
  • ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, შესაბამისად, ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად.