აპრილში გადავდგები თანამდებობიდან - ნიკოლო ფაშინიანი

28.03.21 16:51
აპრილში გადავდგები თანამდებობიდან - ნიკოლო ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება. ინფორმაციას  „რია ნოვოსტი" , სააგენტოს ცნობით, ფაშინიანმა გადადგომა დღეს, ავრცელებს, მან ამის შესახებ დღეს, არმავირის ოლქის მცხოვრებლებთან შეხვედრისას დაანონსა.

მისი თქმით, ის პოსტს დატოვებს, იმისთვის რომ  ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ - მინისტრის მოვალეობას, - განაცხადა ფაშინიანმა.

ოპოზიცია სომხეთის პრემიერის გადადდგომას ითხოვს,მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.