სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

14.06.26 18:48
სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავეს. მისი თქმით, გემი ლა-მანშის სრუტის გადაკვეთას ცდილობდა, თუმცა ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

სტარმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთისთვის მორიგი დარტყმაა და მიზნად სანქციების გვერდის ავლით მოქმედი საზღვაო ქსელის შეზღუდვას ისახავს.

"ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს" - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი.