მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, ვხსნით პირველ კლასტერებს - ცაჰკნა
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს - დღეს ევროკავშირი უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ და თქვა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ევროპისთვის ისე უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.
ცაჰკნამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან დანარჩენი ხუთი კლასტერიც მალე გაიხსნება.
დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ევროპისთვის, და ასევე უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. ჩვენ, როგორც იქნა, ვხსნით პირველ კლასტერებს გაფართოებისთვის. და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ შეძლოს გაფართოება და წინ სვლა ამ პროცესით, რადგან ეს იყო, აკრძალული თუ შეჩერებული უკვე ორ წელზე მეტია.. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენი ხუთი კლასტერიც გაიხსნება რაც შეიძლება მალე და შემდეგ ჩვენ შევძლებთ წინ გადაადგილებას. იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი და დიდი, და ძლიერი ევროპა. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა არის ძალიან აგრესიული ქვეყანა და, სამწუხაროდ, ასეთივე იქნება მომავალშიც. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს... ნეიტრალური ზონები ან ბუფერული ზონები, როგორც მათ რუსეთი უწოდებს, ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთს შორის. აი, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ შევიყვანოთ უკრაინა და მოლდოვა, და ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში. ეს ეხება უსაფრთხოებას, ეს ეხება ეკონომიკურ მიზეზებს. ევროპა უნდა გახდეს ძლიერი გლობალურადაც და უკრაინა არის შესანიშნავი შესაძლებლობა".- განაცხადა ცაჰკნამ.
იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.