ჩვენ უნდა გადავიდეთ უკრაინასთან და მოლოდვასთან ექვსივე კლასტერის გახსნაზე - ბუდრისი
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ამბობს, რომ ევროკავშირი მალე უნდა გადავიდეს უკრაინასთან და მოლოდვასთან ექვსივე კლასტერის გახსნაზე.
ევროპელი დიპლომატის თქმით, პროცესები ისე უნდა დაჩქარდეს, რომ უკრანისთვსი და მოლდოვასთვის დამატებითი ხუთი კლასტერი გახსნა ზაფხულის არდადეგებამდე მოესწროს.
ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას პირველი სამომავლო მოლაპარაკებების კლასტერის გახსნაზე, როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვისთვის. ეს არის, ეს ნამდვილად არის მიღწევა, მაგრამ სრული დანიშნულების ადგილისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია. ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და ეს არის ყველა, ექვსივე კლასტერის გახსნა, ეს დამატებითი ხუთი კლასტერი ზაფხულის არდადეგებამდე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პროცესები იმ მიზნით, რომ მზად ვიყოთ მათი გახსნისთვის ივლისის განმავლობაში. ასე რომ, გასაკეთებელი ბევრია. მაგრამ ეს ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება არის პროცესში, გაფართოება კვლავ აქტიურია და ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ იმპულსზე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ამ იმპულსს უკრაინის მხარდაჭერაში, მათთვის რეფორმების განხორციელებაში და ასევე დაპირებაში, რომ ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ ისინი ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოდ 2030 წლისთვის. ეს არის ის, რაც ჩვენზეა, ევროკავშირზეა გადასაწყვეტი და ეს არის სწორი დრო ამის გასაკეთებლად ახლავე", - განაცხადა ბუდრისმა.
იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.