ზელენსკი: პუტინს G7-ის სამიტზე შეხვედრა შევთავაზეთ, თუმცა რუსეთი მზად არ არის

15.06.26 23:59
ზელენსკი: პუტინს G7-ის სამიტზე შეხვედრა შევთავაზეთ, თუმცა რუსეთი მზად არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინს საფრანგეთში, G7-ის სამიტზე შეხვედრა შესთავაზა, თუმცა რუსეთის ლიდერი საუბრისთვის "მზად არ იყო". ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

  • "დიდი შვიდეულის" ქვეყნები 15-დან 17 ივნისამდე შეხვედრას საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში მართავენ.

ზელენსკის თქმით, ევროპა და აშშ დათანხმდნენ ასეთ ფორმატზე, მაგრამ მოსკოვმა "კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საუბრისთვის მზად არ არის"

ჩვენ გადავეცით შეტყობინება, რომ მზად ვართ შევხვდეთ პუტინს G7-ის დროს, რადგან იქ არის ტრამპი და მაკრონი, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ეს კარგია, ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთან შესახვედრად... ევროპა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ და რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ... ისინი მზად არ არიან საუბრისთვის," - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.