მედია: FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთა.
ინფორმაციას მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული კიდევ 23 ადამიანი გამოავლინა.
FBI-ს ცნობით, თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას გეგმავდნენ და სურდათ UFC-ს ღონისძიებაზე იერიშის მიტანა.
თავდასხმელების მიზანი იყო მასობრივი არეულობის შექმნა და ხალხის წინასწარ შერჩეული მიმართულებით გაშვება, სადაც სნაიპერთა ჯგუფი იქნებოდა განთავსებული.