ტრამპი: თუ აშშ და ირანი 60 დღეში ვერ შეთანხმდებიან, დარტყმებს განვაახლებთ

17.06.26 23:43
ტრამპი: თუ აშშ და ირანი 60 დღეში ვერ შეთანხმდებიან, დარტყმებს განვაახლებთ

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ისინი არასდროს მისცემენ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას. 

თუ ეს 60 დღეში არ მოგვარდება, ყველაფერი რიგზეა - ჩვენ დავუბრუნდებით დაბომბვას...

მე არ მინდა ამის გაკეთება… მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება, რადგან ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ბირთვული იარაღის ქონის უფლებას," - განაცხადა ტრამპმა. [შიფრი: Ipn.ge]