ბრიტანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

20.06.26 16:30
ბრიტანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ბრიტანეთში, ლონდონიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, ქალაქ ბედფორდთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კლინიკებში მძიმე დაზიანებებით სულ მცირე 11 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 80-ს აჭარბებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და საგამოძიებო ორგანოებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.

ერთ-ერთი მგზავრის, ექიმ პიტერ კნაპის თქმით, შეჯახება მოულოდნელად მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მისი განცხადებით, მატარებელში პანიკა და ქაოსი იყო, მგზავრებს შორის კი როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დაზიანებების მქონე ადამიანები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები