ზელენსკის შემდეგ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვა

21.06.26 14:54
ზელენსკის შემდეგ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი განაცხადა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავასა და კიევს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პოლონეთის მხარემ ზელენსკისთვის მინიჭებული ჯილდო გააუქმა. მიზეზად სახელდება უკრაინული სამხედრო-პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხზე არსებული უთანხმოება, მათ შორის ორგანიზაციებთან დაკავშირებული ისტორიული დავები, რომლებსაც პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირებენ.

ამავე ცნობებით, უკრაინის პრეზიდენტმა ორდენი პოლონეთს ფოსტით დაუბრუნა და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი წარსულში სხვა საკამათო ისტორიული ფიგურების მიმართ არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები