ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა - ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ია, მაშველები კი ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ.
BBC-ი წერს, რომ კარაკასსა და მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში ისმის ადამიანების ხმები, რომლებიც დანგრეული შენობების ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ.
ბევრი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი ან დაზიანებულ, სახიფათო შენობებში დარჩენის ეშინიათ და კატასტროფის შემდეგ ღამეს ქუჩებში ათენებენ.
- შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.