უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

26.06.26 16:34
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 160-160 სამხედრო ტყვე გაცვალეს - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. 

სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან და მათთან მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებების კომისარი, იანა ლანტრატოვა. გაცვლას შუამავლობა გაუწია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია.