ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი
იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
სტიქიამ განსაკუთრებით აიტის პრეფექტურა დააზარალა, სადაც მსგავსი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, მათ შორის სერიოზულად დააზიანა წყალმომარაგების ქსელები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან მეტეოროლოგებისა და სეისმოლოგების პროგნოზით, მიწისქვეშა განმეორებითი ბიძგები (აფტერშოკები) მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.