CNN: პეკინში 109-სართულიან ცათამბჯენს პატარა თვითმფრინავი შეეჯახა

27.06.26 18:00
CNN: პეკინში 109-სართულიან ცათამბჯენს პატარა თვითმფრინავი შეეჯახა

პეკინში მდებარე CITIC Tower-ს, ქალაქის ყველაზე მაღალ, 109-სართულიან ცათამბჯენს პატარა თვითმფრინავი შეეჯახა - ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა პილოტი, ხოლო 13 ადამიანი დაშავდა.

ტრაგედია 26 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 

CNN წერს, რომ შენობიდან ჩამოცვენილმა ცათამბჯენისა და თვითმფრინავის ნამსხვრევებმა ოფისებიდან გამოსულ თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია, თუმცა მალევე ჩინურ სოციალურ ქსელებში ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ყველა პოსტი და ვიდეო წაიშალა.

  • თავდაპირველად ხელისუფლებას ინციდენტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ხოლო სახელმწიფო მედიას ამის შესახებ არაფერი გაუშუქებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის CCTV-ის სათაო ოფისი ქუჩის გადაღმა მდებარეობს. 

27 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთძრავიანი, ორადგილიანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი ფრენის დროს შენობას შეეჯახა. ბორტზე მყოფი ერთადერთი ადამიანი - პილოტი - დაიღუპა, ხოლო 13 ადამიანი დაშავდა. ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.