ჩინეთი ლიეტუვასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ზღუდავს

21.11.21 12:05
ჩინეთი ლიეტუვასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ზღუდავს

ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას  სააგენტო Reuters ავრცელებს.

მიზეზი ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობის გახსნა გახდა, რის გამოც ჩინეთმა ვილნიუსის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში  არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი და მისი კანონიერი ხელისუფლება  სახალხო რესპუბლიკის მთავრობაა. ჩინეთის საგარეო უწყების შეფასებით,  ვილნიუსის ქმედება მათ  საშინაო საქმეებში ჩარევაა.

მოვუწოდებთ ლიეტუვას, გამოასწოროს შეცდომა დაუყონებლივ და დაიცვას   ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტაივანის წარმომადგენლობა ვილნიუსში 18 ნოემბერს  გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები