მასირებული შეტევა კიევზე - დაიღუპა 13 ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა

02.07.26 10:52
მასირებული შეტევა კიევზე - დაიღუპა 13 ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა

რუსეთი უკრაინის დედაქალაქს რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის დროს რუსეთმა ათეულობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

კიევის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა ცენტრალურ კიევში მდებარე სასტუმრო  და მრავალსართულიან შენობებში გაჩნდა ხანძრები. 

მსგავსი სიახლეები