ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა

02.07.26 14:16
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 295 დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 11 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო ათასობით პირი უსახლკაროდ დარჩა. 

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი სიახლეები