სომხური ექსპორტის თითქმის 80% ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა

02.07.26 17:39
სომხური ექსპორტის თითქმის 80% ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა

სომხური ექსპორტის თითქმის 80% ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

  •  ევროკომისიის პრეზიდენტის ოფიციალური ბრიფინგის ტექსტი EU Enlargement-ის პრესრელიზით გავრცელდა. 

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, სომხეთს შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირის 450-მილიონიან ერთიან ბაზარზე გადაიტანოს ის პროდუქცია, რომელიც ამ დრომდე ძირითადად რუსეთის ბაზარზე გადიოდა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი რეჟიმი პრაქტიკულად გახსნის ევროკავშირის ბაზარს სომხეთის ექსპორტის 99%-მდე ხილ-ბოსტნეულისა და მცენარეების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას სასმელებისა და სხვა პროდუქციისთვის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკვე გამოყოფს დამატებით 18 მილიონ ევროს სომხეთის სავაჭრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც მთლიანობაში 52 მილიონ ევროს მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია. მისი განცხადებით, ასევე იგეგმება ექსპერტების გაგზავნა სომხეთში, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს დაეხმარებიან ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობების გამოყენებაში.

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის წინაშე დგას, თუმცა, მისი თქმით, „როდესაც პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ევროკავშირი ნაბიჯებს აძლიერებს“.

 

მსგავსი სიახლეები