ტრამპი - ყველანი ხამენეის დაკრძალვაზე არიან, ერთი გასროლა და ყველას მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ამას არ ვიზამთ

05.07.26 09:53
ტრამპი - ყველანი ხამენეის დაკრძალვაზე არიან, ერთი გასროლა და ყველას მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ამას არ ვიზამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დღეებში ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა ერთ ადგილზეა თავმოყრილი და მათი განადგურება „ერთი გასროლით“ შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ვაშინგტონი ამას არ გააკეთებს.

როგორც ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში თქვა, ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებისთვის „აღარავინ დარჩებოდა“. მისივე თქმით, მხარეებმა დაკრძალვის ცერემონიების პერიოდში სამხედრო მოქმედებებისგან დროებით თავის შეკავებაზე მოილაპარაკეს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი შეთანხმების მიღწევას ცდილობს და თეირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი კომენტარი ხამენეის მრავალდღიანი სახელმწიფო დაკრძალვის ფონზე გაკეთდა, რომელსაც ირანში ათიათასობით ადამიანი ესწრება.