"რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

06.07.26 23:10
"რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ პარტნიორები უკრაინას ფინანსურად არ მიატოვებენ, ჯარისკაცები ფრონტის ხაზის შენარჩუნებას გააგრძელებენ და რუსულ ჯარს ყოველი კილომეტრი ათიათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ჰაერში შედგება

დღეს მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია. თუ მტერს ბრძოლის ველზე შეაჩერებ, თუ ომს ხმელეთზე შეაჩერებ და თუ მას ზღვაზე უპირატესობას წაართმევ, როგორც ეს ჩვენი საზღვაო დრონებით გავაკეთეთ, მაშინ შემდეგი ბრძოლის ველი ჰაერი იქნება. საჰაერო სივრცეში გადავინაცვლეთ. ჰაერში კი უკვე კონკურენტუნარიანები ვართ...

თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად არ მიატოვებენ, თუ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზის შენარჩუნებას გააგრძელებენ, თუ რუსულ ჯარს ყოველი კილომეტრი ათიათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ჰაერში შედგება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის შესაძლებლობამ, რომ შორ მანძილზე მოქმედი დრონები აწარმოოს და გამოიყენოს, ომის მიმდინარეობა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები