რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13.07.26 21:03
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მარატ კამბოლოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

როგორც ირკვევა, შეხვედრა კრემლში შედგა. 

მედიის ცნობით, პუტინმა კამბოლოვს 18 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატებები უსურვა.

რაც შეეხება პერსპექტივებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი დიდი სამუშაო გამოცდილება რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ორგანოებში, სამინისტროებსა და უწყებებში, ასევე მეცნიერების სფეროში, დაგეხმარებათ რესპუბლიკის განვითარებისთვის პირველი ხარისხის ამოცანების სწორად განსაზღვრაში და შემდეგ ამ ამოცანების შესრულებაში. ამაში ეჭვი არ მეპარება. [...]

მსურს წარმატებები გისურვოთ სამხრეთ ოსეთის მომავალ არჩევნებში და იმედი გამოვთქვა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ. თქვენ კი მათ ნდობას გაამართლებთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ხალხი განსაკუთრებულია. ისინი მეომრები, მეცნიერები და მშრომელები არიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ," - განაცხადა პუტინმა. [შიფრი: Ipn.ge]

მსგავსი სიახლეები