10 დეკემბერს პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას გამართავს

26.11.26 10:32
10 დეკემბერს პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას გამართავს

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს.

ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესკონფერენცია და „პირდაპირი ხაზი“ 10 დეკემბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათი) დაიწყება.

ღონისძიების ფარგლებში ვლადიმერ პუტინი მედიისა და რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.