რუსულმა ძალებმა კიევსა და ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

26.11.26 10:00
რუსულმა ძალებმა კიევსა და ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და დედაქალაქ კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსს „შაჰედის“ ტიპის დრონი მოხვდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარალელურად, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია — ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულია შვიდი მოქალაქე, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.