დარტყმების ახალი ტალღა ირანის წინაღმდეგ - სპარსეთის ყურეში ამერიკული იერიშები არ წყდება

14.07.26 10:23
დარტყმების ახალი ტალღა ირანის წინაღმდეგ - სპარსეთის ყურეში ამერიკული იერიშები არ წყდება

უკვე მესამე ღამეა სპარსეთის ყურეში ამერიკული იერიშები არ წყდება - აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის სამიზნე თეირანის ის დრონები, რაკეტები და რადარებია, რომლებითაც ირანი გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს საფრთხეს უქმნიდა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ ირანის სამხედრო აქტივებს, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემებს, დრონებსა და რაკეტებს ესხმის თავს.