აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მორიგი დარტყმების სერია განახორციელეს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ზუსტი დამიზნების იარაღით განადგურდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარები, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები, ასევე სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა. შეტევაში გამოყენებული იყო სამხედრო ავიაცია, საზღვაო ძალები, უპილოტო საფრენი აპარატები და, პირველად, ერთჯერადი გამოყენების საზღვაო დრონებიც.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება და საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მას შემდეგ, რაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებში დაადანაშაულეს.