კანადაში, ონტარიოში, ამ დროისთვის, ტყის 190-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებს

17.07.26 23:09
კანადაში, ონტარიოში, ამ დროისთვის, ტყის 190-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებს

კანადაში, ონტარიოში, ამ დროისთვის, ტყის 190-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ტყის ხანძრის კვამლი აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა მოიცვა ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჩიკაგო და დეტროიტი, სადაც ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და გარე აქტივობები შეემცირებინათ, მას შემდეგ, რაც AirNow-ს ცნობით, ჰაერის ხარისხის ინდექსმა "სახიფათო" 361-ს მიაღწია. 

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის IQAir-ის მონაცემებით, ოთხშაბათს, ტორონტოში მსოფლიოში ყველაზე ცუდი ჰაერის ხარისხი დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები