რუსეთში, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე კამიკაძე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის, Wildberries-ის უზარმაზარი ლოგისტიკური ცენტრი კამიკაძე დრონების სამიზნე გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს მომენტი, როდესაც ახალი თაობის რეაქტიულ-ძრავიანი საფრენი აპარატი პირდაპირ შენობას ეჯახება, რასაც მძლავრი აფეთქება და ხანძარი მოსდევს.
რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 24 ადამიანი.
გარდა ამისა, დრონის ჩამოვარდნამ ნოგინსკში ნავთობის საწყობში ხანძარი გამოიწვია.
დარტყმების ადგილებზე მეხანძრეები და სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.
პარალელურად, ნამდვილი პანიკა იყო ქალაქ ვლადიმერში, სადაც მოსახლეობამ საკუთარი თვალით ნახა რუსული საჰაერო თავდაცვის მორიგი ფიასკო.
უკრაინული დრონების მოსაგერიებლად გაშვებულმა რუსულმა საზენიტო რაკეტამ სამიზნე დაკარგა, ტრაექტორია შეიცვალა და იუველირული სიზუსტით საკუთარი ხალხის საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.