ამერიკული სანქციები რუსეთს - ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას პუტინის წინააღმდეგ სენატში მიღებული დოკუმენტი წამოეწია

29.07.26 20:58
ამერიკული სანქციები რუსეთს - ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას პუტინის წინააღმდეგ სენატში მიღებული დოკუმენტი წამოეწია

ოვალურ კაბინეტში საათ-ნახევრიანი დახურული აუდიენციიდან გამოსული პრეზიდენტი ზელენსკი, ომის დასრულების გეგმასა და დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებაზე ალაპარაკდა. პირისპირ შეხვედრის დროს ზელენსკისა და ტრამპს შორის კონფიდენციალური საუბარი შედგა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ უკრაინა პატრიოტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის წარმოების ლიცენზიას საბოლოოდ მიიღებს და განახლდება დიპლომატიური პროცესი.

თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, დაიგეგმა ტრამპის გუნდის ვიზიტი კიევში. პუტინთან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის დედაქალაქში ჩავლენ და ამით განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე თვეა შეჩერებულია. ვაშინგტონის დატოვების შემდეგ, ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში დროში დაემთხვა, რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიული კანონპროექტის დამტკიცებას. 86 სენატორმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან, მხარი დაუჭირა პირადად ვლადიმირ პუტინისთვის სანქციების დაწესებას და რეჟიმისთვის ომის დაფინანსების სასიცოცხლო გზების სრულად გადაკეტვას.

დეტალებით ინა ცარციძე 

მსგავსი სიახლეები