ნეაპოლის რეგიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ბოლო ცნობები
იტალიაში, ნეაპოლის სიახლოვეს მდებარე ფლეგრეს ველების ვულკანურ ზონაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დაშავებულია მინიმუმ 8 ადამიანი. დაზიანდა შენობები, კლდიდან ჩამოიშალა ქვის მასაც. ქალაქში დროებით შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც.
მიწისძვრა იგრძნობოდა როგორც უშუალოდ ნეაპოლში, ისე მომიჯნავე მუნიციპალიტეტებში. სპეციალისტები ზარალს ითვლიან.
ნეაპოლის გარკვეულ უბნებსა და მის შემოგარენში ასევე აღინიშნა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება.