კიევში რუსული იერიშების შედეგად დაღუპულებს გლოვობენ
20-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის 4 ბავშვი, 50-ზე მეტი დაშავებული, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები - უკრაინისთვის ბოლო 24 საათი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
ოკუპანტმა ქვეყანამ ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა. დაბომბილია დედაქალაქი კიევი, დონეცკი, შევჩენკოვსკისა და სოლომენსკის რაიონები.
რუსეთმა ისევ ჩვეული ტაქტიკა გამოიყენა - მასშტაბური იერიში უკრაინაზე სწორედ იმ დროს მიიტანა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები სახლებში იმყოფებოდნენ.
„ეს იყო ჯოჯოხეთური ღამე“ - ასე გამოეხმაურა პლატფორმა X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინდელ ღამეს.
მისივე თქმით, უკრაინის ცის გაძლიერება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქის 5 რაიონშია, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი მთლიანად დაიბომბა.