რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მოხდა
რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა- უკრაინული მედია ავრცელებს ცნობას, რომ თავდასხმა დრონებით განხორციელდა, რის შედეგადაც, რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.
რუსული „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით კი, დრონებით თავდასხმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მოხდა.
რუსული მედია წერს, რომ დრონების საფრთხის გამო კრასნოდარის აეროპორტი დროებით დაიხურა.