ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

06.11.26 14:51
ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.  

6 ნოემბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 8 ცხედარი და დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

ცოტა ხანში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.

კომიშუვახაში სამძებრო ოპერაცია მეხუთე დღეა გრძელდება.

2 ნოემბერს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახას დასახლებაში მდებარე სკოლაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა, თავდასხმა განახორციელეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, პოლიციელები და მაშველებიც არიან.