მარკო რუბიო უარყოფს, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გადადგომას განიხილავს

06.11.26 10:26
მარკო რუბიო უარყოფს, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გადადგომას განიხილავს

მარკო რუბიოს არ სურს საპრეზიდენტო გეგმებზე საუბარი და ამბობს, რომ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას.  

ამერიკის სახელმწიფო მდივანს, განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც მედიაში კულუარული ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ცნობებზე, რომლის მიხედვითაც, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის გამო, რუბიო თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.

რუბიოს თანამოაზრეეები ამ ინფორმაციას “ფეიკს“ უწოდებენ.

რაც შეეხეება მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე - სახელმწიფო მდივანმა, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატადაა მიჩნეული, New York Times-ს უთხრა, რომ 2028 წელზე ლაპარაკს არ აპირებს.

  • მარკო რუბიო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2025 წლის 21 იანვრიდან. მანამდე, 2011 წლიდან რუბიო იყო სენატორი ფლორიდის შტატიდან.